ევროკავშირის ლიდერები ფაშინიანს სომხეთის არჩევნებში გამარჯვებისთვის ულოცავენ
ევროპის ორმა მაღალჩინოსანმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა X-ზე წერს, რომ „სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მომავალს, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და მეზობლებთან და მთელ მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.” კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი და სომხეთი ერთად აშენებენ უფრო მტკიცე კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში.”
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა კი განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან მასშტაბური იძულებისა და ჩარევის ფონზე ეს გამარჯვება ხელახლა ადასტურებს სომეხი ხალხის არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის სასარგებლოდ.” კოსი ამბობს, რომ სომხეთში „რაც შეიძლება მალე ჩავა” და „ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ ურყევია.”
კოსმა ასევე გამოაცხადა, რომ „ევროკავშირი-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში” მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება პარტნიორობის გასაღრმავებლად.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა” ხმების 49.81% მოიპოვა.