← მთავარი
მსოფლიო

აშშ-მ ირანზე მორიგი იერიში მიიტანა, 90 სამიზნეს დავარტყით - CENTCOM

9 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
აშშ-მ ირანზე მორიგი იერიში მიიტანა, 90 სამიზნეს დავარტყით - CENTCOM

ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი იერიში მიიტანეს. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათ, დაახლოებით, 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

“აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ, დაახლოებით, 90 ირანულ სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში - მათ შორის, დაარტყეს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას”. - წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.

ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანი იყო, კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და მშვიდობიან მეზღვაურებს თავს დაესხან.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით კი, აშშ-მ იერიში ასევე მიიტანა თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სარკინიგზო ხიდზეც.

8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა.

აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი სერია 7 ივლისს დაიწყეს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს მათ იმის საპასუხოდ გააკეთეს, რომ იქამდე, ირანი ჰორმუზის სრუტეში მიმავალ რამდენიმე სავაჭრო გემს თავს დაესხა.

გარდა ამისა, ამის საპასუხოდ, აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციებიც აღადგინა.

← მთავარი