ანკარის სამიტზე ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა
ანკარის სამიტის ბოლოს ნატოს წევრ ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა და პირობა დადეს, რომ 2026 წელს 70 მილიარდ ევროს გამოყოფენ იარაღის მიწოდებისთვის, სამხედრო დახმარებისა და წვრთნებისთვის. ეს ვალდებულება სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია ასახული.
დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინის წვლილი ევროატლანტიკური არეალის უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ინარჩუნებენ „ურყევ მხარდაჭერას“ მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნატოს ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, შეინარჩუნონ უკრაინისთვის დახმარების მინიმუმ იგივე დონე 2027 წელს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ძირითადი ნაწილი ამჟამად ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიერ ფინანსდება. სამხედრო ალიანსი ასევე მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსება გამოყოს Ukraine Support Loan-ის მექანიზმის მეშვეობით.
გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი შეხედულება რუსეთზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეზე.
ნატოს ლიდერებმა გამოაცხადეს თავდაცვის ახალი შესყიდვების შესახებ, რომელთა ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღემატება, შეთანხმდნენ, ერთობლივი იარაღის წარმოების გაფართოებაზე და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, მათ შორის სარაკეტო თავდაცვის სისტემების, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარებაზე.