მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეებმა აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს.
ვიდეოს გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
“მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა” - წერია პლაკატზე.
View this post on Instagram A post shared by ტაბულა • Tabula (@tabula.ge) ცნობისთვის, იმამ ალის მეჩეთში ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ “აჰლი ბეითის” ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, “მუსლიმებს ეკუთვნის”.
მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო მარნეულში ირანის მიერ კონტროლირებული მოლები ხამენეის გლოვობენ, აშშ-ს წინააღმდეგ ქადაგებენ მანამდე, ამავე მეჩეთში აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის “მოწამებრივად აღსრულებასთან” დაკავშირებით ყურანის კითხვა, ლოცვა და ქადაგება გაიმართა.
ქადაგების წარმომთქმელებს შორის იყო იმამ ალის მეჩეთის ახუნდი, ჰაჯი ჰაჯიევიც, რომელმაც გასულ თვეში აშშ-ს “რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი” უწოდა, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალ ხამენეის სოლიდარობა გამოუცხადა და მსმენელებს მოუწოდა, “მუჯთაჰიდს” ფიზიკურად დასდგომოდნენ გვერდში, რაშიც მან, დიდი ალბათობით, აიათოლა ალი ხამენეი იგულისხმა.
‘ამერიკა ყველაზე დიდი ტერორისტია’ – მარნეულში მოუწოდეს, ხამენეის ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში 3 მარტს ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მკვეთრად არის გაზრდილი ირანული გავლენა, რის ფარგლებშიც თეირანი ქვეყანაში “გავლენის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ ქსელს” ქმნის.
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა