← მთავარი
მსოფლიო

FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა

23 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა

გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კიევის მიერ რუსეთზე მიტანილი საჰაერო იერიშებით “დიდად აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა”.

FT-ს ცნობით, ამის შესახებ მათ მოახსენეს უკრაინულმა ანონიმურმა წყაროებმა, რომლებსაც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის პირადი საუბრის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

FT-ს უკრაინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა ანონიმურად უთხრეს, რომ ხედავენ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ტრამპი კიევისადმი მეტი მხარდაჭერით ეწყობა და უფრო მეტად არის მზად ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლისთვის. თუმცა ისინი სკეპტიკურად უყურებენ აშშ-ს პრეზიდენტის თანმიმდევრულობას, რადგან მას პირობები წარსულშიც მიუცია, რომლებიც აღარ შეუსრულებია.

თუმცა FT წერს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განწყობილი მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპს შორის ბოლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განავითარეს Patriot-ის საზენიტო სისტემის რაკეტებისა და დასავლური შეიარაღების წარმოების ლიცენზიის გეგმა. ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ამ მოლაპარაკებების წინსვლა დამოკიდებული იქნება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნისა და აშშ-ს წარმომადგენლების მოლაპარაკებებზე.

FT-ს წყაროს თქმით, ტრამპი და ზელენსკი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და აშშ-ს პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი “სამხედრო შედეგებით” აღფრთოვანებულია.

← მთავარი