უკრაინამ დაარტყა ტიტანის მსხვილ ქარხანას ყირიმში
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა 12-13 ივნისის ღამით დარყმა მიაყენეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ არმიანსკში მდებარე ქარხანა „კრიმსკი ტიტანს“. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ.„ობიექტურმა კონტროლმა დაადასტურა, რომ დარტყმა მიზანს მოხვდა. მძვინვარებს ხანძარი. წარმოება შეჩერებულია“, დაწერა მან. ბროვდის თანახმად, ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი ქარხანა, რომელიც ტიტანის ორჟანგს აწარმოებს. ის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობდა. უკრაინელი მეთაურის თქმით, ქარხანა აწარმოებდა საბაზისო ნედლეულს დენთის, რაკეტების საწვავისა და ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის.ბროვდის მოჰყავს ასევე ციტატები ადგილობრივი სოცქსელებიდან, სადაც მოსახლეობა წერს, რომ იყო 23 დარტყმა, დაზარალდა საამქროები, ხალხი ევაკუირებულია.არმიანსკში მოსკოვის მიერ დანიშნულმა ადგილობრივი „ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ ვასილი ტელიჟენკომ ტელეგრამაში დაწერა, რომ ადგილზე იმყოფება „ავარიული სიტუაციის მოსაგვარებლად“. მისი სიტყვებით, დაშვებულზე მაღალი არ არის მავნე ნივთიერებების გაჟონვა.როგორც ტელეგრამის არხმა ASTRA-მ დაწერა, არმიანსკის მოსახლეობა ჩივის დამწვრისა და გოგირდის სუნის გამო.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დრონებით შეუტია ნავთობის საცავსა და საზღვაო პორტს კრასნოდარის მხარეში