მოლდოვამ პრემიერმინისტრის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, მოვალეობის ახალი შემსრულებელი დანიშნა
ეკონომიკის მინისტრი ეუჯენ ოსმოკესკუ, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, ოთხშაბათს 62 წლის ყოფილ ბიზნესმენს ჩაანაცვლებს, ნათქვამია პრეზიდენტის სამსახურის პრესრელიზში.
„მე ეს პასუხისმგებლობა პატივითა და უდიდესი სერიოზულობით მივიღე“, - დაწერა 53 წლის ოსმოკესკუმ Facebook-ზე.
ოსმოკესკუმ, რომლის წინაშეც დგას ქვეყნის მართვის ამოცანა, პრორუსული სეპარატისტული რეგიონით ომისგან განადგურებული უკრაინის საზღვარზე, ინსტიტუციური სტაბილურობა თავის პრიორიტეტებს შორის დაასახელა.
მუნტეანუს გადადგომა დარტყმა იყო სანდუსთვის, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას ესწრაფვის.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ახალბედა მუნტეანუმ არ დააკონკრეტა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი, ანალიტიკოსები სანდუს მმართველ პარტია PAS-თან ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე მიუთითებდნენ.
პრორუსული ოპოზიციური სოციალისტური პარტია ამტკიცებს, რომ საკადრო ცვლილებებმა მთავრობის სისუსტე გამოავლინა.
კანონის თანახმად, სანდუმ ახალი, პრემიერმინისტრის დანიშვნამდე, პარლამენტში სხვადასხვა პარტიასთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, რაც ფორმალობაა იმის გათვალისწინებით, რომ მისი პარტია PAS-ი უმრავლესობას ფლობს.
ალექსანდრუ მუნტეანუ გადადგა იმ დროს, როდესაც სანდუ იმედოვნებს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საქმე წინ წაიწევს. ივნისში ბლოკმა ოფიციალურად დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან, ევროკავშირის კანონმდებლობის პირველი კლასტერის შესრულების თაობაზე.