რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
რუსეთმა სომხეთიდან მინერალური წყლების, ყვავილების და ხილის იმპორტის აკრძალვის შემდეგ, თევზის იმპორტიც აკრძალა. რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს რუსეთმა გააფართოვა შეზღუდვები სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე და დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს პროდუქციის სერტიფიცირება მანამ, სანამ ისინი არ გამოასწორებენ ადრე გამოვლენილ დარღვევებს, განუცხადა “როსელხოზნადზორმა” (ფედერალური ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური). ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს მათივე ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზის პროდუქტის იმპორტი შეჩერდა. სააგენტომ აღნიშნა, რომ სისტემური დარღვევების შემდეგ, “როსელხოზნადზორმა” ადრე მოითხოვა სომხეთისგან ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება, გარდა ინსპექტირებაში უშუალოდ ჩართული საწარმოებისა — შპს “მფ ექსპორტი” და შპს “ინვესტ პლუსი”. ამ საწარმოებისთვის მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს. “შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელი მასალები არ იქნება წარმოდგენილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ საწარმოების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ”, — იტყობინება “როსელხოზნადზორი”. მოსკოვი წლების განმავლობაში რეგულარულად აწესებდა აკრძალვებს გარკვეული ქვეყნების პროდუქტებზე, რომლებთანაც მისი ურთიერთობები უარესდებოდა. ამჟამად, რუსეთს უთანხმოება აქვს სომხეთთან იმის გამო, რასაც რუსეთის ხელისუფლება პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას პროდასავლურად მიიჩნევს. გარდა ამისა, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ერევანი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.