აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას „არმენპრესი” სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მარკო რუბიოსთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენცია იგეგმება.