მსოფლიო
გაჟონილი დოკუმენტები: კრემლი „ოპერაცია ღორის თავს” ატარებდა
OCCRP-მა — ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციაზე მომუშავე ჟურნალისტების გაერთიანებამ — გამოაქვეყნა რუსეთიდან გაჟონილი დოკუმენტები, რომლებიც ამხელს კრემლის ოპერაციებს დასავლეთის წინააღმდეგ.
დოკუმენტები „სოციალური დიზაინის სააგენტოდან” გაჟონა — ეს კომპანია კრემლისა და რუსეთის სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორია. სააგენტო შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება.
გამოძიება ამხელს, რომ სწორედ ეს სააგენტო იდგა კამპანიის უკან, რომელიც ორ ამოცანას ასრულებდა: შეემცირებინა უკრაინისთვის დასავლეთის მხარდაჭერა და ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიებს ეხმარა. „ოპერაციის” დასახელება — „ღორის თავი” — დოკუმენტებიდანვე ჩანს.