დაფუძნდა რუსეთის ახალი ოპოზიციური პარტია ემიგრაციაში
ბერლინში გაიმართა ახალი პოლიტიკური პარტიის „მირნიე სილი როსიის“ („რუსეთის მშვიდობიანი ძალები“) დამფუძნებელი ყრილობა. მისი დამფუძნებლების ჩანაფიქრით, პარტია უნდა წარმოადგენდეს რუსი ოპოზიციონერების ინტერესებს საზღვარგარეთ.დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ილია იაშინი. თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ელენა კოტენოჩკინა, კონსტანტინ კოსოვი და ოლგა პროკოპიევა.კოტენოჩკინა ადრე იაშინთან ერთად იყო მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის დეპუტატი. 2024 წელს რუსეთში მას დაუსწრებლად მიესაჯა შვიდწელიწად-ნახევარი პატიმრობა არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებისთვის. კოსოვი ყოფილი მუნიციპალური დეპუტატია სანქტ-პეტერბურგიდან, მან რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვა. პროკოპიევა წარმოადგენს რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტს და ხელმძღვანელობს ფრანგულ ასოციაცია Russie-Libertés-ს.„ჩვენ პარტიას ვქმნით სწორედ იმისთვის, რომ რუსეთში ძალაუფლებისთვის ვიბრძოლოთ. და იმისთვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი ვიყოთ“, განაცხადა იაშინმა.მისი თქმით, პარტიის რუსეთის ფარგლებს გარეთ შექმნის მიუხედავად მომავალში მისი საქმიანობა ქვეყანაში უნდა გადავიდეს.იაშინმა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის გეგმები მარტში გამოაცხადა. პარტიის ყრილობა 12-13 ივნისს გაიმართა ბერლინში. ამასთან, ღონისძიების პირველი დღე დახურულ კარს მიღმა შედგა.იაშინმა პარტიის დაფინანსების წყაროებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყრილობის დაფინანსებაში დახმარება გაწია პროექტის რამდენიმე მხარდამჭერმა.
ასევე ნახეთ
რუსეთს სურს სახელმწიფო VPN-ის შემოღება. რა დაბრკოლებები შეიძლება გაჩნდეს?