← მთავარი
მსოფლიო

"მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა" - პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი

20 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა” - პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი

რუსეთ-უკრაინის ომი • 1:36

“მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა” | ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების”[უკრაინის მეამბოხეთა არმია] სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო. როგორც პოლონური მედია წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თანხმობა სჭირდება. „ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის, „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოვართვა“ | აცხადებს ნავროცკი ნავროცკიმ განმარტა, რომ გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის ცვლილებას არ ნიშნავს „ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ უკრაინას, ვინაიდან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს წარმოადგენს პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი აგრესორია, ხოლო პუტინი - კრიმინალი, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე, რომელიც ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყოველი დაბომბილი საცხოვრებელი რაიონის, ყოველი ბავშვის, რომელიც იძულებულია ომს გაექცეს, ყოველი ოჯახის, რომელიც ძალადობითაა გაყოფილი, უკან დგას კრემლში მიღებული გადაწყვეტილება“ | განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. 2025 წლის 5 აპრილს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მეუღლესთან ოლენა ზელენსკასთან ერთად ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა. დუდამ აღნიშნა, რომ ორდენი უძველესი და უმაღლესი პოლონური ჯილდოა და გადაეცემა გამოჩენილ პირებს.

← მთავარი