← მთავარი
მსოფლიო

მოსკოვი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთის ჩართულობას სომხეთში

24 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მოსკოვი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთის ჩართულობას სომხეთში

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ-ში/კუხო-ში), ვიქტორ ვასილიევმა განაცხადა:„აშშ-ის გეგმები ზანგეზურის დერეფნის ხელში ჩაგდების თაობაზე, ევროკავშირის ქვეყნების განზრახვები, რომ სომხეთი თავიანთ სამხედრო სტრუქტურებში ჩართონ და სხვა არამეგობრული ნაბიჯები რეგიონში, საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტ ესკალაციას გამოიწვევს“.

ასევე ნახეთ

სომხეთში ყველა უბნის შედეგები დათვალეს - ფაშინიანის პარტიას ხმების 49,81% აქვს

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა მან სანქტ-პეტერბურგში გამართულ ფორუმზე.ვასილიევმა ახსენა სომხეთის მთავრობის დაპირება აშშ-ის ჩართულობით სატრანზიტო დერეფნის გახსნის შესახებ, - TRIPP/„ტრამპის მარშრუტი“, - რომელიც სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე გაივლის.

ასევე ნახეთ

რუბიომ და მირზოიანმა ხელი მოაწერეს 3 შეთანხმებას - TRIPP, მინერალები, სტრატეგიული პარტნიორობა

არსებული გეგმით, აშშ-ის მთავრობა აშშ-სომხეთის ერთობლივი საწარმოს 74%-იან წილს ჩაიბარებს - 49 წლის ვადით;ეს ერთობლივი კომპანია ააგებს და მართავს რკინიგზას, მაგისტრალს, ენერგომომარაგების ხაზებს და სხვა ინფრასტრუქტურას, რომელიც აზერბაიჯანს თავის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშირებს.

ასევე ნახეთ

ამერიკული ფირმა AECOM-ი ერევანშია TRIPP-ის საპროექტო-კვლევითი სამუშაოებისთვის

რუსეთის ფედერაციამაც და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც არაერთხელ გამოთქვეს „სერიოზული შეშფოთება“ სატრანზიტო შეთანხმებასთან დაკავშირებით.თეირანი შიშობს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის ძალების გარკვეული ფორმით გამოჩენა სომხეთ-ირანის საზღვარზე.მოსკოვი ამავდროულად კატეგორიულად ეწინააღმდეგება სომხეთის ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას და 27-ქვეყნიან ბლოკში საბოლოოდ გაწევრიანების სურვილს.

ასევე ნახეთ

ირანი უნდა იყოს სომხეთი-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების გარანტი - ოპოზიციონერი კარაპეტიანი

მისი მტკიცებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყანას აღარ შეუძლია „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შემადგენლობაში დარჩენა - ევროკავშირის წევრობის სურვილის მიყოლის პარალელურად.კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 24 ივნისსვე განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ევროკავშირის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ სავაჭრო ბლოკს აირჩევს.

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანი კი კვლავ ერიდება ასეთი არჩევანის გაკეთებას 7 ივნისს გამართულ სადავო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.მან ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას და ფორმალურადაც არ შეაჩერებს სომხეთის წევრობას კუხო-ში, - რაც დე ფაქტო ისედაც გაყინულია.

ასევე ნახეთ

ლავროვი: სომხეთს ОДКБ-ში 2 წლის დავალიანების გამო შეზღუდვები დაუწესდება

← მთავარი