← მთავარი
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

6 ივლისს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 18 მდე გაიზარდა. დაბომბვიდან თითქმის 20 საათის შემდეგ დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

რუსეთის მხრიდან კიევზე შეტევისას ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში. ყველაზე მეტად პოდოლსკის რაიონი დაზარალდა, სადაც 9-სართულიანი კორპუსი დაზიანდა - ნგრევამ მეხუთიდან მეცხრე სართულამდე მონაკვეთი მოიცვა.

მძიმედ დაზიანდა 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც შენობა მეორიდან მეხუთე სართულამდეა დანგრეული.

← მთავარი