← მთავარი
მსოფლიო

საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 11 ადამიანი

28 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
საფრანგეთში პარაშუტისტების თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 11 ადამიანი

კვირას, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ტომბლენში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.ადგილობრივი პრეფექტურის ცნობით, თვითმფრინავი პარაშუტისტების სკოლას ეკუთვნოდა. ავარიის შედეგად პილოტი და ათივე მგზავრი - ხუთი მოსწავლე და ხუთი ინსტრუქტორი - დაიღუპნენ.რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ, ტელეარხ BFM-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი, როგორც ჩანს, დაზიანდა მიწაზე ვერტიკალურად დაცემამდე.„ის მოულოდნელად, აეროდრომის უშუალო სიახლოვეს დაეცა“, - თქვა მან.მისი თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ მსხვერპლთა რამდენიმე ნათესავს.ავარია სავაჭრო ცენტრის მახლობლად, დასახლებულ ზონაში მოხდა.

← მთავარი