მსოფლიო
ლავროვი: „დასავლეთი ცდილობს რუსეთის მოკავშირეების ხელში ჩაგდებას — საქართველოდან სომხეთამდე”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი სისტემატურად ცდილობს რუსეთის მოკავშირეების ჩამოშორებას — და ახლა ამ სამიზნეებს სომხეთიც შეემატა.
„დასავლეთი ხელში ჩასაგდებად მიათრევს და ცდილობს ჩამოგვაშოროს მოკავშირეები. ამას, პირველ რიგში, ჩვენი მეზობლებიდან იწყებს — როგორც ეს გააკეთა საქართველოში, მოლდოვაში, როგორც ახლა აკეთებს უკრაინაში და როგორც ახლა ცდილობს სომხეთის ჩათრევას ამავე მცდარ ლოგიკაში,” — განაცხადა მინისტრმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ყოველწლიურ ასამბლეაზე.
ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს ერთი მიზანი ამოძრავებს — „რუსეთს რაც შეიძლება მეტი ტკივილი მიაყენონ”.