← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით დაარტყა

26 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით დაარტყა

სარაკეტო შეტევის შედეგად გასულ ღამით მასშტაბური ხანძარი გაჩნდა კიევის დარნიცის რაიონში მდებარე სასაწყობე შენობებში. ადგილობრივ ხელისუფლებას არ უთქვამს, რა ინახებოდა ამ საწყობებში.26 ივნისს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყეს. რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, კიევში დაარტყეს ობიექტებს, სადაც იარაღი ინახებოდა და არმიაში გაწვევის ტერიტორიულ ცენტრს, ხოლო პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა იყო ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის ქალაქ ვილკოვოში. მდინარე დუნაიზე მდებარე ამ ქალაქს „უკრაინის ვენეციას“ უწოდებენ მრავალრიცხოვანი არხების გამო. ვილკოვოს და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.რუსული დრონით დარტყმის შედეგად 9-სართულიანი სახლი დაზიანდა ქალაქ სუმიში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის ჯარების შეტევამ ნგრევა და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია სუმის ოლქის შოსტკის რაიონში მდებარე საწყობებში.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ზაპოროჟიეში, სადაც ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი და კიდევ რამდენიმე დაზიანებულია.

ასევე ნახეთ

რუსეთმა წლის დასაწყისიდან უკრაინული დრონებით „ყველაზე მასირებული შეტევის“ შესახებ განაცხადა

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 26 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 7 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 189 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 3 რაკეტის და 174 დრონის მოგერიება და 4 რაკეტით და 11 დრონით პირდაპირი დარტყმა 12 ადგილზე.თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამის განმავლობაში და გამთენიისას დრონებით შეუტიეს რუსეთის რეგიონებს და ანექსირებულ ყირიმს.რუსეთის ტულის ოლქში დარტყმა იყო ელექტროსადგურსა და ქიმიურ კომბინატზე.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 26 ივნისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 660 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით დასახელებულ დრონების რიცხვზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეს წლის დასაწყისიდან „ყველაზე მასირებული შეტევა“ იყო.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“

← მთავარი