ზელენსკი პუტინის ბრძანებულებაზე დნესტრისპირელებისთვის: „რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ეძებს”
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების შესახებ და ამ ნაბიჯს „სამაგალითო” უწოდა.
„ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ეძებს — მოქალაქეობას ხომ სამხედრო სამსახურის ვალდებულებაც მოჰყვება — არამედ იმასაც, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე თავის უფლებებს ამტკიცებს,” — განაცხადა ზელენსკიმ 16 მაისს. მან ასევე დაავალა საგარეო სამინისტროს მოლდოვასთან კონტაქტების დამყარება.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ესტონეთში კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრემლს „როგორც ჩანს, უკრაინაში ომში გასაგზავნად მეტი ადამიანი სჭირდება”. სანდუს თქმით, ომის დაწყების შემდეგ ბევრმა დნესტრისპირელმა „უსაფრთხოების მიზეზების გამო” მოლდოვის მოქალაქეობა მიიღო. პუტინის ბრძანებულებით კი, კრემლი კიშინიოვს ახალ წნეხს უქმნის.
15 მაისს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამარტივებს დნესტრისპირელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას. დნესტრისპირეთი დე იურე მოლდოვის ნაწილია, მაგრამ 1990-იანი წლებიდან ფაქტობრივ სეპარატიზმს ინარჩუნებს. რეგიონში 1200-1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული — კიშინიოვი ამ ყოფნას უკანონოდ მიიჩნევს.