მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საჰაერო დარტყმების ფონზე, დეპუტატმა ჟურავლევმა რუსეთის დუმას მოუწოდა, უკრაინასთან “სერიოზული ომი” დაიწყონ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რეგიონებზე დრონებით თავდასხმების შესაჩერებლად უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უნდა დაარტყან. მათ უნდა დაიწყონ “სერიოზული ომი”, რითაც კიევის კაპიტულაციას მიუახლოვდებიან — განაცხადა დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჟურავლევმა Gazeta.Ru-სთან საუბრისა. “ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს და ის საკმაოდ მარტივია: კიევში ტერორისტული რეჟიმის განადგურება. ყველა ამ საჰაერო დარტყმის შესაჩერებლად კიევის კაპიტულაცია დღესავით ნათელია. როგორ გავაკეთოთ ეს, ასევე ნათელია. ყველა ლოჯისტიკური სისტემის, ხიდების, გვირაბების, რკინიგზის სადგურების დაბომბვა — საბოლოოდ სერიოზული ომი უნდა დავიწყოთ”, — ხაზგასმით აღნიშნა მან. დუმამ განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც რუსულ ჯარებს დნეპრში მიიყვანს. 18 ივნისის ღამეს მოსკოვს თითქმის 200 დრონი დაესხნენ თავს. დრონების დარტყმების შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა. ამას გარდა, მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაიკეტა. უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დაიხურა