მსოფლიო
პუტინი პეკინში ჩავიდა — ვიზიტი მეგობრობის ხელშეკრულების 25-ე წლისთავს ეძღვნება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა. პეკინის აეროპორტში მას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი დახვდა.
ვიზიტი „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების” 25-ე წლისთავს ეძღვნება — ისტორიული შეთანხმება, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა. ვიზიტი 20 მაისს დასრულდება.
მანამდე, 13 მაისს ჩინეთში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავიდა. ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა — „ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება”. ასევე, გახდა ცნობილი, რომ მათ ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში.