← მთავარი
მსოფლიო

ფილიპინების სკოლაში ორმა შეიარაღებულმა პირმა მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 მოსწავლე, 5 კი დაშავდა

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ფილიპინების სკოლაში ორმა შეიარაღებულმა პირმა მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 მოსწავლე, 5 კი დაშავდა

ცენტრალურ ფილიპინებში, ტაკლობანის ქალაქის სან ხოსეს ეროვნულ საშუალო სკოლაში, ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა.

სამართალდამცავებმა ორივე ეჭვმიტანილი შემთხვევის შემდეგ დააკავეს. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი თავად ამ სკოლის მოსწავლეა. ორივე თავდამსხმელი პისტოლეტებით იყო შეიარაღებული.

გამომძიებლები ამ დრომდე ადგენენ სროლის მოტივს. სკოლაში, სადაც ინციდენტი მოხდა, 1 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მომხდარის შემდეგ პოლიციამ ტერიტორიაზე დამატებითი ძალები განათავსა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. “მოვუწოდებთ საზოგადოებას, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებით, რაც მიმდინარე გამოძიებას დაეხმარება“, — აღნიშნულია ფილიპინების ეროვნული პოლიციის განცხადებაში. ფილიპინებში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულები საკმაოდ ხშირია, რაც ნაწილობრივ არალიცენზირებული იარაღის ფართო გავრცელებით აიხსნება. თუმცა, სკოლებში სროლის შემთხვევები ქვეყანაში შედარებით იშვიათად ხდება. წყარო

← მთავარი