← მთავარი
მსოფლიო

ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟში საქართველოს მოქალაქეებიც არიან - BBC

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ბრიტანეთის მიერ დაკავებული ტანკერის ეკიპაჟში საქართველოს მოქალაქეებიც არიან - BBC

ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაკითხვის მიზნით დააკავეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიჩნეული ტანკერის, Smyrtos-ის კაპიტანი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა. ეკიპაჟში ინდოეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან.კაპიტნის დაკავებისა და ეკიპაჟის წევრთა მოქალაქეობის შესახებ 15 ივნისს BBC-მ დაწერა დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.ბრიტანელმა სამხედროებმა კამერუნის დროშით მცურავი სანქცირებული ტანკერი Smyrtos-ი 14 ივნისს ლა-მანშის სრუტეში დააკავეს 6-საათიანი ოპერაციის შედეგად. BBC-ს ცნობით, ამჟამად ტანკერი ბრიტანეთის სამხრეთში, ლა-მანშის სრუტის ნაპირზე მდებარე დორსეტის საგრაფოშია გაჩერებული. ეკიპაჟის 24 წევრი - საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები ტანკერზე რჩებიან.გემზე საქართველოს მოქალაქეთა ყოფნის გამო რადიო თავისუფლებამ ინფორმაციისთვის მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს. მისი პასუხი, მიღების შემთხვევაში, აისახება.

ასევე ნახეთ

ბრიტანელ სამხედროებს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე ასვლის და დაკავების უფლება მისცეს

BBC-ს მონაცემებით, ტანკერი Smyrtos-ი(ყოფილი Myrtos) 5 ივნისს გავიდა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე უსტ-ლუგის პორტიდან და ლა-მანშის სრუტეს 13 ივნისისთვის მიაღწია.2025 წლის ივლისში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ამ ტანკერის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა, რის შემდეგაც სახელი შეეცვალა და Smyrtos-ი დაერქვა.დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიჩნეული 500-ზე მეტი ტანკერი, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევით. 2026 წლის მარტში ბრიტანეთის მთავრობამ შეიარაღებული ძალების სამხედროებს მისცა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ტრანზიტით მყოფ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ გემებზე ასვლისა და მათი დაკავების უფლება.

ასევე ნახეთ

ქართველი მეზღვაურები “ჩრდილოვან ფლოტში” - ვინ იცავს მათ რუსული სპეცსამსახურებისა თუ ამერიკული სასაზღვრო ძალებისგან?

← მთავარი