რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
მსოფლიო • 4:27
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტსა და პრორუსული ბლოკის, „სომხეთის“ ლიდერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. პოლიტიკოსმა ამის შესახებ 14 ივნისს შეიტყო, როდესაც ერევნის აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომას ცდილობდა. როგორც მის ოფისში განაცხადეს, ქოჩარიანს გამგზავრება ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე აუკრძალეს. თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია. რობერტ ქოჩარიანს სომხეთის პრეზიდენტის პოსტი 1998-დან 2008 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც მან მმართველი თანამდებობა მიიღო რუსულ საინვესტიციო კომპანიაში АФК „Система“. 2021 წლის მაისში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ, ქოჩარიანი სათავეში ჩაუდგა ბლოკს „სომხეთი“, რომელიც ორი, პრორუსული რიტორიკით გამორჩეული პარტიისგან შედგებოდა. ანალიტიკოსთა ნაწილი თავად ქოჩარიანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობრად მოიხსენიებს. 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების 12% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წელის ქამრების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”
წელის ქამრები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. ორთოპედიული ქამრები პაციენტებ...
ჯანმრთელობა
• 54 წუთის წინ
როდის არის საჭირო ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ეს პროდუქტი გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევს, ასეთი ადამიანების...
ჯანმრთელობა
• 55 წუთის წინ
"ასეთ მდაბიო ფეიკ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება" - მამუკა მდინარაძის პრესსამსახური
"ასეთ მდაბიო ფეიკ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება" | ასე უპასუხეს IPN-ს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ელისო კილაძი...
პოლიტიკა
• 9:35
რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე - Amnesty International-ის ანგარიში საქართველოზე
“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International....
პოლიტიკა
• 9:19
"დაისჯებიან არ უნდა ლაპარაკი" - ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამბავი არ გაუგია
"ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია TV პირველთან ამტკიცებს, რომ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამბავი არ გაუგია და არც "შაბათის ეთერის" მიერ გავრცელებული კადრები უნახავს. მას შემდეგ, რაც "პირველე...
პოლიტიკა
• 9:12
რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას ამერიკული Patriot-ის "ვადაგასული" რაკეტა მოხვდა
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ღამით კიევზე მიტანილი იერიშის ფარგლებში ისტორიული კიევ-პეჩერის ლავრა მათ არ დაუბომბავთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რელიგიური ძეგლი ამერიკული Patriot-ის საჰაერ...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 7:48
მეტის ნახვა