მირზოიანმა ევროკავშირის საგარეო მინისტრებს მოუწოდა, სომხეთს სწრაფად დაეხმარონ
„ეს იყო პოზიტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრა რუსეთის ჰიბრიდული და კომერციული თავდასხმების წინააღმდეგ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას შეხვედრებზე დამსწრე ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა 18 ივნისს, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შესახებ.მანამდე რადიო თავისუფლებამ შეიტყო, რომ ევროკავშირი აპირებს სომხეთს შესთავაზოს შეღავათიანი პირობები - „ავტონომიური სავაჭრო ზომები“ (ATM), რომლის მიხედვითაც გარკვეული სომხური პროდუქცია ევროპის ბაზარზე საბაჟო გადასახადებისა და კვოტების გარეშე შევა.
ასევე ნახეთ
ევროკავშირი სომხეთს უმზადებს შეღავათებს რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის აკრძალვის გამო - FT
სიახლეები მირზოიანთან შეხვედრიდანრადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, მირზოიანის ვიზიტის დროს ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ვალდებულება. პროდუქტების სია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში საჯაროდ გამოცხადდება.პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ივნისსავე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:„რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორებისა ევროკავშირში - ასეთი სწრაფი რეაგირებისთვის, მათ შორის ფინანსური დახმარებისთვის“.მან ასევე თქვა, რომ „არსებობს კანონები, რომლითაც ჩვენ უფრო მიზანმიმართულ მხარდაჭერას ვუწევთ ჩვენს ბიზნესებს საბიუჯეტო რესურსებით“.რადიო თავისუფლების კიდევ ერთი წყაროს ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის სურვილს, მოახდინოს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაცია და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“.ამჟამად სომხეთის ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ფედერაცია დომინირებს.რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, შეხვედრის დროს არარატ მირზოიანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან საზღვარი უახლოეს მომავალში გაიხსნება.ევროკავშირის დაპირება სომხეთსევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა მხარდასაჭერ ზომებზე სომხეთისთვის - რომელიც, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირის ერევანს დახმარების სახით გამოუყოფს 50 მილიონ ევროზე მეტს და გაამარტივებს ევროპის ბაზარზე წვდომას სომხეთის რიგი პროდუქციისთვის.”სომხეთის საქონელზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით მოსკოვი ეკონომიკურ კავშირებს იყენებს იარაღად პოლიტიკური ზეწოლისთვის. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. და ევროპა ამიტომაც დგას მტკიცედ სომხეთის მხარეს” - თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ასევე ნახეთ
ევროკავშირი სომხეთს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე
ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში შესამჩნევად გაუარესდა.რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი ახლახან გამოვიდნენ მოწოდებით, რომ სომხეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ან ევრაზიული კავშირის წევრად დარჩენა, ან ევროკავშირში გაწევრიანების კურსი.ფაშინიანი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას მერე, რაც ერევანი ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურად შეიტანს განაცხადს.ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით უკმაყოფილო რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვა სომხეთის პარლამენტის არჩევნების წინ დაიწყო და გააგრძელა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემდეგ.
ასევე ნახეთ
სომხეთის საარჩევნო კომისიამ ნებართვა გასცა ქოჩარიანის სამართლებრივ დევნაზე