მსხვერპლი თუ თანამზრახველი — ვინ არის ნადია მარცინკო, ეპშტეინის ახლობელი, რომელმაც ჩვენების სანაცვლოდ იმუნიტეტი მიიღო
ნადია მარცინკო ეპშტეინის ისტორიაში ჯერ კიდევ ნაკლებ ცნობილი სახელია, თუმცა ახლო მომავალში სახელი ყუადღების ცენტრში მოექცევა. ჯეფრი ეპშტეინის პირველი პატიმრობის პერიოდში — 13 თვე არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვისთვის — ციხის ჩანაწერების მიხედვით, ის მინიმუმ 67-ჯერ ეწვია.
7 წლის განმავლობაში მარცინკო ეპშტეინის „მთავარ გოგონად” ითვლებოდა — გისლეინ მაქსველის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. მოგვიანებით კი მისი კერძო თვითმფრინავის მეორე პილოტიც გახდა. 2010 წელს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ; მარცინკოს თქმით, ეს ეპშტეინის მხრიდან განსაკუთრებით სასტიკი ძალადობის ეპიზოდის შემდეგ მოხდა.
2008 წელს ის ოთხ „პოტენციურ თანამზრახველს” შორის დასახელდა. საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ოთხივემ სისხლისსამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტი მიიღო. ამჟამად ამ ქალებიდან ორის — სარა კელენისა და ლესლი გროფის — დაკითხვას ამერიკელი კანონმდებლები გეგმავენ. ერთ-ერთი კონგრესმენი კი ახლა ოთხივეს, მათ შორის მარცინკოს, ხელახლა გამოძიებას ითხოვს.
BBC-მ თვეების განმავლობაში შეისწავლა მარცინკოს ისტორია. ისაუბრეს ადამიანებთან, ვინც მას იცნობდა, და გააანალიზეს ეპშტეინსა და მარცინკოს შორის მიმოწერა. ფლორიდელი გოგონები, რომელთა ჩვენებებმაც 2008 წელს ეპშტეინის მსჯავრდება განაპირობა, სამართალდამცველებს უამბეს, რომ „ამ ყველაფერში მარცინკოც მონაწილეობდა.”
მარცინკოს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის თავად ეპშტეინის მსხვერპლი იყო.