← მთავარი
მსოფლიო

დარტყმა მოსკოვის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა დეტალებია ცნობილი

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დარტყმა მოსკოვის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა დეტალებია ცნობილი

უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად მოსკოვის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა გააჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამშაბათს, 16 ივნისს, უკრაინული დრონის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მოსკოვის ოლქის საწვავის მთავარი მიმწოდებელია, რამაც ქარხნის მუშაობის გაჩერება გამოიწვია.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, “გაზპრომ ნეფტის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმამ, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მთავარი გადამამუშავებელი დანადგარი დააზიანა, რომელიც ნავთობის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს. წყაროების ცნობით, მეორე დანადგარი, როგორც მოსალოდნელია, მუშაობას მალე განაახლებს.

← მთავარი