მსოფლიო
ბაშკირეთში „ტრანსნეფტის” ავზის აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ნავთობსადენი კომპანია „ტრანსნეფტის” სარეზერვუარო პარკზე 13 მაისს გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კვლავ ძებნილია.
„ტრანსნეფტის” ცნობით, ხანძარი გაჩნდა უფის რაიონის სოფელ ნურლინოში, კონტრაქტორ შპს „გეოკოკადის” მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების დროს. ავზში აირისა და ჰაერის ნარევი აალდა, რის შედეგადაც მოხდა აფეთქება და ხანძარი. ხანძრის გაჩენამდე, სამსახურის ცნობით, ტკაცუნის ხმა გაისმა.
ბაშკირეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი — საშუალო სიმძიმის. ინციდენტს ბაშკირეთის პროკურატურა იძიებს.