← მთავარი
მსოფლიო

თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთში ხამენეის განდიდებას განაგრძობენ

22 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
თბილისის ფონიჭალის

კადრი თბილისის ფონიჭალის “აჰლი ბეითის” მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებიდან, სადაც ერთ-ერთი დამსწრის მაისურზე აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტი იყო გამოსახული.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ახუნდი რახიდ ქერიმოვიც, რომელმაც მარტის დასაწყისში ხამენეის “მოწამეობა დალოცა” და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსოფლიოში “ყველაზე უარესი” და “ამორალური” ადამიანი უწოდა, მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიშები წამოიწყეს და პირველადი დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

ცნობისთვის, ფონიჭალის “აჰლი ბეითის” მეჩეთი დაკავშირებულია არასამთავრობო სტატუსით მოქმედ აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც რეალურად ირანული რეჟიმის მხარდაჭერით მოქმედებს და დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარ ორგანიზაციად მიიჩნევა.

ფონიჭალელი ახუნდი: ხამენეის მოწამეობა დაილოცოს, ის ყველაზე უარესი კაცის ხელით აღესრულა

“სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ფონიჭალის მეჩეთი მოჯთაბა ხამენეის წერილს აზიარებს

ფონიჭალის მეჩეთში, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი პროირანული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.

ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა

← მთავარი