მსოფლიო
ხამენეიმ მაღალ-კონცენტრირებული ურანის ექსპორტი აკრძალა
ირანის უმაღლეს ლიდერ ალი ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომელიც ქვეყანას მაღალ-კონცენტრირებული გამდიდრებული ურანის ექსპორტს უკრძალავს.
ირანს ამჟამად დაახლოებით 440 კილოგრამი 60%-ამდე გამდიდრებული ურანი გააჩნია. ეს რაოდენობა, თეორიულად, რამდენიმე ბირთვული მოწყობილობის შესაქმნელად საკმარისია, თუმცა ირანი ბირთვული იარაღის შემუშავებას კატეგორიულად უარყოფს. „ალ ჯაზირის” ცნობით, თეირანი ხამენეის ამ განკარგულებასაც უარყოფს.
ამერიკა და ისრაელი ირანს ამ ურანის მარაგის სრულ გაუვნებელყოფას ან საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემას ითხოვენ. თეირანი ვარაუდობს, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ურანის გატანა მას სამხედრო თავდასხმის კიდევ უფრო სავარაუდო სამიზნედ გახდის — სავარაუდოდ, ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხამენეიმ ექსპორტი აკრძალა.