230-ზე მეტი დაღუპული, ათასობით დაკარგული - ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება
ვენესუელის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები ორი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების შესახებ.25 ივნისის დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა კარლოს ალვარადომ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 235 ადამიანი და დაშავებულია 4300-ზე მეტი. ასეულობით ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.ვენესუელაში 24 ივნისს საღამოს, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოხდა 7,2, და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრები.ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, სრულად დანგრეული, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 250 შენობა. უსახლ-კაროდ დარჩა 2900-ზე მეტი ოჯახი.მიწისძვრებმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასს და ლა-გუაირას შტატს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.