← მთავარი
მსოფლიო

ტრამპმა „უაზრო" უწოდა კონგრესის დოკუმენტს, რომელიც ირანის მიმართ სამხედრო უფლებამოსილებას უზღუდავს

24 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ტრამპმა „უაზრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უდროო და უაზრო უწოდა სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც კონგრესის თანხმობის გარეშე უზღუდავს სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით.დემოკრატების მიერ ინიციირებული რეზოლუცია სენატმა 23 ივნისს დაამტკიცა 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ. დემოკრატებმა დოკუმენტის მიღება ოთხი რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერით შეძლეს. ივნისის დასაწყისში რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო წარმომადგენელთა პალატამაც.როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში პრეზიდენტ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები არიან, თუმცა ნაწილმა მხარი დაუჭირა დემოკრატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

ასევე ნახეთ

შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა

კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი შესაბამისი საკანონმდებლო პროცესის თავისებურების გამო, პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გაეგზავნება. შესაბამისად, ტრამპი ვეტოს უფლებით ვერ ისარგებლებს.თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ კონგრესის რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციოა და მისი მიღება უაზრობაც იყო, რადგან ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს. დემოკრატები აცხადებენ, რომ დოკუმენტი იურიდიულად სავალდებულო ხასიათისაა.თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მაშინ, როცა ირანი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მზად არის დათმობებზე, სენატმა უდროო და უაზრო გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპმა დემოკრატების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა რეზოლუციის მომხრე ოთხი რესპუბლიკელი სენატორიც. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სენატორებმა სამუშაო გაურთულეს, მაგრამ თავისას მაინც მიაღწევს.

ასევე ნახეთ

ირანის მესამე “გუშაგთა” რესპუბლიკა - რა შეცვალა ომმა, რას შეცვლის ზავი?

17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. ის ითვალისწინებს:საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანში, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.ურთიერთგაგების მემორანდუმის რეალიზაციის მიზნით, 21 ივნისს შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-ის, ირანის და შუამავალი პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით.22 ივნისს პაკისტანმა და კატარმა განაცხადეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კავშირის არხის შექმნაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება.საშუამავლო პროცესზე მეთვალყურეობის მიზნით შექმნილმა მაღალი დონის კომიტეტმა შეათანხმა „საგზაო რუკა“ 60 დღის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

← მთავარი