← მთავარი
მსოფლიო

აშშ-მ ვენესუელაში საჰაერო იერიშის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერი მოკლა

13 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
აშშ-მ ვენესუელაში საჰაერო იერიშის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერი მოკლა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა კრიმინალური დაჯგუფება Tren de Aragua-ს ლიდერის მოსაკლავად ოპერაცია ჩაატარეს.

Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს სამხრეთის სარდლობამ “სწრაფი და სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა” მიიტანა ჰექტორ გერერო გერერო ფლორესის მოსაკლავად, რომელიც, მისი თქმით, “დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის” ლიდერი იყო.

“ეს ქმედება კოორდინირებული იყო ვენესუელაში ჩვენ მეგობრებთან, რომლებთანაც ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. შედეგად, Tren ed Aragua-ს ტერორისტებს ვენესუელაში და სხვაგან უსაფრთხო თავშესაფარი აღარ აქვთ და, ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ ამ სასტიკ მკვლელებსა და ნარკობარონებს ვიპოვით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, და მათ ჯოჯოხეთის სიღრმეებისკენ გავგზავნით, სადაც მათი ადგილია.” – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპის პოსტს თან ახლდა გასაჯაროებული ვიდეო, რომელზეც აშშ-ს საჰაერო იერიშის შედეგად შენობის აფეთქების კადრები ჩანს:

President Donald J. Trump has announced on Truth Social that, at his direction, U.S. Southern Command (SOUTHCOM) has carried out a lethal kinetic strike on Niño Guerrero, the alleged leader of Tren de Argua, in coordination with the Venezuelan authorities. pic.twitter.com/gcKXhm3Viu— OSINTdefender (@sentdefender) June 13, 2026 მოგვიანებით აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა დაწერა, რომ ოპერაცია მიმდინარე კვირაში ჩატარდა და სამიზნე Tren de Aragua-ს ბანაკი იყო ვენესუელაში. 

ჰეგსეთის თქმით, დარტყმის შემდეგ დადასტურდა, რომ დაჯგუფების დამფუძნებელი და ლიდერი, ჰექტორ გერერო ფლორესი, მეტსახელად “ნინიო გერერო,” მოკლულია. მანვე დაამატა, რომ აშშ-ს ძალები “სრულად თანამშრომლობენ ვენესუელის უსაფრთხოების ძალებთან.”

აშშ-ს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის (NCTC) მიხედვით, Tren de Aragua ტრანსნაციონალური ქსელია, რომელიც სათავეს ვენესუელის ტოკორინის ციხიდან იღებს. 

NCTC-ს ცნობით, დაჯგუფება, რომელსაც 2 500-დან 5 000-მდე წევრი ჰყავს, პასუხისმგებელია გატაცებებზე, გამოძალვაზე, ადამიანებისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგზე, და ძალადობის საჯაროდ დემონსტრირებაზე.

← მთავარი