← მთავარი
მსოფლიო

22-თვის ბავშვს ტატუ გაუკეთა — ამერიკელი დედა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

10 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
22-თვის ბავშვს ტატუ გაუკეთა — ამერიკელი დედა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ის კენტუკის შტატში 27 წლის ბრუკ მაკდანიელი დააკავეს ბავშვზე ძალადობის ბრალდებით — ქალმა 22-თვის ვაჟის მარჯვენა წინამხარზე ტატუ გაუკეთა.

პოლიციის ოქმის მიხედვით, მაკდანიელი სახლში თავის ფეხზე ტატუს იკეთებდა, როდესაც ბავშვი მივიდა და ხელი ტატუს აპარატის ქვეშ შეუყო. ქალი ამბობს, „მცირეწლოვანს ეს ძალიან უნდოდა”. პოლიციელებმა ბავშვის ხელზე შავი წერტილის ფორმის ტატუ შეამჩნიეს, კანი გარშემო სიწითლედ ჰქონდა.

მოწმეების ჩვენებით, მაკდანიელმა ამ ტატუს „წვეულების წერტილი” (party dot) უწოდა და ამტკიცებდა, „ბავშვს ეს ტატუ ძალიან უნდოდა”. სახლის სავალალო საცხოვრებელი პირობების გამო საქმე სოციალური სამსახურის დეპარტამენტს გადაეცა.

ქალი ადაირის ოლქის დაკავების ცენტრში რჩება.

← მთავარი