← მთავარი
მსოფლიო

სიბიჰა პოლონეთს დაემუქრა ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის გამო

21 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სიბიჰა პოლონეთს დაემუქრა ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის გამო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევი უპასუხებს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვას თეთრი არწივის ორდენი.„ჩვენ ყველა ნაბიჯს სარკისებურად ვუპასუხებთ, განსაკუთრებით თუ ეს ნაბიჯები არამეგობრულია და ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. დრო, როდესაც ამას ვერ ვამჩნევდით, დასრულდა“, თქვა სიბიჰამ.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნავროცკის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დადებითი მიღწევების „დამანგრეველი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას „მოსკოვისგან აპლოდისმენტებს“ იღებს.სიბიჰას სიტყვებით, ვარშავის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უკრაინის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობის ნიშანია. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც დაინტერესებულია პოლონეთთან პარტნიორობის შენარჩუნებით და მზადაა დიალოგისთვის.პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პოლონელ და უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება „სტრატეგიული შეცდომაა“, რომელიც ორივე მხარეს ზიანს მიაყენებს როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. 19 ივნისს ნავროცკიმ ზელენსკის ჩამოართვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, „თეთრი არწივის“ ორდენი. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ჯილდო ფოსტით დააბრუნა. მოგვიანებით პოლონეთის ჯილდოებზე ასევე უარი თქვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, პოლონეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა, სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილო ბუდანოვმა, ასევე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომ.ზელენსკი 2023 წელს პრეზიდენტ ანდჟეი დუდას დროს „თეთრი არწივის“ ორდენით დაჯილდოვდა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების განვითარებაში და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის. მაისში უკრაინაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ქვედანაყოფისთვის მიენიჭებინათ „უკრაინის მეამბოხე არმიის (უპა) გმირების“ სახელწოდება. ამ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ვარშავაში.ზელენსკის ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს როგორც პროევროპული მთავრობის წევრებმა, ასევე ამჟამინდელმა ნაციონალისტურმა ოპოზიციამ, რომელთანაც ასოცირდება პრეზიდენტი ნავროცკი. ოპოზიციის მხარდამჭერებმა უკრაინა გაცილებით მკაცრი ტონით გააკრიტიკეს, ხოლო მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტი მხოლოდ მოსკოვს წაადგება.უკრაინის მეამბოხე არმია მეორე მსოფლიო ომისა და ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში იყო უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღებული პარტიზანული ფორმირება, რომელიც ძირითადად მოქმედებდა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე (რომელიც ომებს შორის პერიოდში პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა, 1939 წელს საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მოექცა, რაც ომის შემდეგაც დადასტურდა) სტეპან ბანდერას პოლიტიკური კონტროლით. უპა-ს გამოცხადებული მიზანი იყო დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა საბჭოთა და ნაცისტური გერმანიის კონტროლისგან.1943 წლიდან 1945 წლამდე ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში მოხდა პოლონური მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, რაშიც პოლონური მხარე უპა-ს ადანაშაულებს. პოლონელი ისტორიკოსების უმეტესობა ვარაუდობს, რომ ამ მოვლენების მსხვერპლი გახდა დაახლოებით 35-40 ათასი პოლონელი, თუმცა პოლონეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში არცთუ იშვიათად ახსენებენ ხოლმე 100 ათასი დაღუპულს.პოლონეთის პარლამენტმა ეს მოვლენები გენოციდად შეაფასა. უკრაინელი ისტორიკოსებიც აღიარებენ პოლონელთა მასობრივ მკვლელობებს ვოლინში და აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა მოსახლეობამ ასევე მნიშვნელოვანი მსხვერპლი განიცადა რეგიონში უკრაინა-პოლონეთის კონფლიქტის დროს.ბოლო წლებში უკრაინამ და პოლონეთმა ისტორიული წინააღმდეგობების მოგვარებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს. 2023 წელს ვოლინის ოლქის დედაქალაქ ლუცკში გაიმართა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიები, რომლებშიც ორივე სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობდნენ. უკრაინის დასავლეთ რეგიონებში დაწყებულია ამ მოვლენების მსხვერპლთა ცხედრების ექსჰუმაცია.პასუხად ვარშავის კრიტიკაზე, რაც „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირის“ წოდების მინიჭების თაობაზე კიევის გადაწყვეტილებას მოჰყვა, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი პოლონეთის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა უპა-ს წინააღმდეგობა საბჭოთა ხელისუფლებისადმი.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს ფოსტით დაუბრუნა “თეთრი არწივის” ორდენი

← მთავარი