← მთავარი
მსოფლიო

ტრამპი პირობას დებს, რომ კომუნიზმის "ნამგალსა და უროს" კვლავ "დავიწყებას მისცემს"

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
ტრამპი პირობას დებს, რომ კომუნიზმის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეერთებული შტატები კომუნიზმის სიმბოლოებს, ნამგალსა და უროს, კიდევ ერთხელ “მისცემს დავიწყებას”. ინფორმაციას Caliber ავრცელებს.

“ამერიკულმა დროშამ (Stars and Stripes) ნამგალი და ურო წარსულშიც მისცა დავიწყებას და საჭიროების შემთხვევაში, ამას კვლავ გავაკეთებთ”, — განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო დროს კომუნიზმმა კვლავ “წამოყო მახინჯი თავი”, მათ შორის თავად შეერთებულ შტატებშიც. ტრამპმა კომუნისტური სისტემა ამერიკული მოდელის სრულ საპირისპიროდ აღწერა და მას “სიმსივნე” უწოდა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოკვეთილი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს გახდება კომუნისტური ქვეყანა. გამოსვლისას ტრამპმა მადლობა გადაუხადა კომუნიზმის წინააღმდეგ ომის ვეტერანებს, მათ შორის მათ, ვინც ვიეტნამისა და კორეის ომებში მსახურობდა.

← მთავარი