← მთავარი
მსოფლიო

აშშ გეგმავს 250-დოლარიანი ბანკნოტის გამოშვებას ტრამპის გამოსახულებით

29 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
აშშ გეგმავს 250-დოლარიანი ბანკნოტის გამოშვებას ტრამპის გამოსახულებით

BBC-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობა 250-დოლარიანი ბანკნოტის გამოშვებას გეგმავს. კუპიურაზე დონალდ ტრამპი გამოისახება — ამისთვის კონგრესი ფედერალური კანონის ცვლილება გახდება საჭირო, რომელიც ამჟამად ცოცხალი ადამიანის ბანკნოტზე გამოსახვას კრძალავს.

კონგრესმენმა ჯო უილსონმა, ტრამპის მოკავშირემ, შესაბამისი კანონპროექტი გასულ წელს შეიტანა. ინიციატივის მხარდამჭერები ამბობენ, 250-დოლარიანი ნომინალი ამერიკის 250 წლის იუბილეს განასახიერებს.

სახაზინო დეპარტამენტის სპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ უწყება „სათანადო დაგეგმვასა და კომპლექსურ შემოწმებას” ახორციელებს. გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს (BEP) ახალი კუპიურის დიზაინის კონცეფციები უკვე მოთხოვნილი აქვს, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნებული ჯერ არ არის.

„თუ ეს საკანონმდებლო მანდატი კანონად იქცევა, BEP პროაქტიულად იმოქმედებს 250-დოლარიანი სამახსოვრო ბანკნოტის დასამზადებლად, რომელიც სათანადოდ აღნიშნავს ჩვენი ერის 250-ე წლისთავს,” — ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ამბობს, სიტუაცია „კონგრესის ხელშია”. მიაჩნია, „მიუღებელი” არ არის, რომ საიუბილეო კუპიურაზე მოქმედი პრეზიდენტის სახე გამოისახოს. კანონი ჯერ კიდევ კონგრესის ორივე პალატის — წარმომადგენელთა პალატისა და სენატის — თანხმობას საჭიროებს.

← მთავარი