მსოფლიო
რუსებმა ზაპოროჟიეს და დონეცკს დაარტყეს - არის მსხვერპლი, დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს: ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს წუხელ ხუთჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი შენობა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაზიანდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის შენობა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკსაც შეუტიეს: სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 117 კერძო სახლი დაზიანდა.