მსოფლიო
ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა ვენესუელა აშშ-ის 51-ე შტატად — ვენესუელა უარყოფს
დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე სამხრეთ ამერიკის რუკის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ვენესუელა აშშ-ის დროშის ფერებში და „51-ე შტატი” წარწერით ფიგურირებს.
ორშაბათს ტრამპმა Fox News-ს უთხრა, რომ „სერიოზულად განიხილავს ვენესუელის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევას”.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ტრამპის განცხადებაზე მკვეთრი პასუხი გასცა: „ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ისტორიის დაცვას გავაგრძელებთ. ვენესუელა კოლონია არ არის.”