← მთავარი
მსოფლიო

უკრაინამ რუსეთში, 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

8 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
უკრაინამ რუსეთში, 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

რუსეთში, სარატოვის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი წერს, რომ სარატოვის ქარხანა კომპანია როსნეფტის სტრუქტურის ნაწილია და ვოლგას რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს აწარმოებს - რომელსაც რუსეთი სამხედრო ლოჯისტიკის უზრუნველსაყოფად იყენებს.

ასევე, გენშტაბის ცნობით, უკრაინამ იერიში მიიტანა კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ კომპლექს TAIF-NK PSC-ზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ნიჟნეკამსკის ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობს. თავდასხმის შემდეგ, საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქება იყო და ხანძარი გაჩნდა.

გარდა ამისა, გენშტაბი აცხადებს, რომ იერიში მიიტანეს ერთ-ერთ აეროდრომსა და რამდენიმე ხიდზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო ლოჯისტიკისთვის - პერსონალის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის გადასატანად იყენებს.

← მთავარი