რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. შეტევა 19 ივნისს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის დაიწყო.ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ხოლოდნოგორის რაიონზე. დაშავდა სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 40-ზე მეტი კერძო სახლი.ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე უტევენ.
ასევე ნახეთ
„სამართლიანი პასუხი“ - უკრაინამ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა დაადასტურა