მსოფლიო
„ამაღამ ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ პუნქტებს და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე“ - ტრამპი
| „ამერიკის შეერთებული შტატები ირანს [რომლის სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და თავდაცვის ყველა სხვა ფორმა, მათ შეტევით პოტენციალთან ერთად, განადგურებულია!] ამაღამ ძალიან ძლიერად დაარტყამს. ახლო მომავალში ჩვენ ავიღებთ კუნძულ ხარგსა და ნავთობის სხვა ინფრასტრუქტურულ პუნქტებს და სრულ კონტროლს დავამყარებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე ისევე, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში გავაკეთეთ, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის” | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე |