ცვლილება უნგრეთის კონსტიტუციაში - ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება აეკრძალა
ცვლილება უნგრეთის კონსტიტუციაში - ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება აეკრძალა
მსოფლიო • 1:07
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას უკრძალავს | გამოცემა წერს, რომ ცვლილების მიხედვით, პრემიერმინისტრებს თანამდებობის დაკავების უფლება მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში ექნებათ, რითაც ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანს ფაქტობრივად აეკრძალა ამ პოსტის ხელახლა დაკავება. შესწორებაში ნათქვამია, რომ პირები, რომლებსაც მანამდე პრემიერმინისტრის პოსტი სულ მცირე რვა წლის განმავლობაში ეკავათ, „პრემიერმინისტრად ვეღარ აირჩევიან“. ეს ეხება პრემიერმინისტრის იმ ვადებს, რომლებიც 1990 წლის 2 მაისის შემდგომ პერიოდს მოიცავს. საკონსტიტუციო შესწორება ასევე გზას უხსნის ორბანის მთავრობის მიერ შექმნილი „სუვერენიტეტის დაცვის ოფისის“ დაშლას. აღნიშნული უწყება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს „უცხოური ინტერესების“ მსახურების ბრალდებით სტიგმატიზაციას უკეთებდა. გარდა ამისა, შესწორება სახელმწიფოს უბრუნებს დამფუძნებლის უფლებებს ე.წ. „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე აქტივების მართვის ფონდებზე“. თავის დროზე, ორბანის მთავრობამ ასობით მილიარდი ფორინტის ღირებულების სახელმწიფო აქტივები სწორედ ამ ფონდებს გადასცა.