← მთავარი
მსოფლიო

ერდოღანმა ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ერდოღანმა ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატი იტყობინება.

ერდოღანმა ფაშინიანს მთავრობის მესამე ვადით ფორმირებაში წარმატებები უსურვა. ამასთანავე, მან გამოხატა მხარდაჭერა სომხეთის ლიდერის სტრატეგიული ხედვის მიმართ, რომელიც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ისახავს მიზნად.

„ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენი პარტიის — „სამოქალაქო შეთანხმების” — გამარჯვებას 2026 წლის 7 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. გისურვებთ წარმატებებს მთავრობის მესამე ვადის ფორმირებაში. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი სტრატეგიული ხედვა — რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება — წარმატებით განხორციელდება. გამოვიყენებ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო სომეხ ხალხს — პროგრესსა და ბედნიერებას”, — ნათქვამია ერდოღანის მილოცვაში.

← მთავარი