კარიმ ხანი ჩამოაშორეს ჰააგის სასამართლოს პროკურორის თანამდებობას
8 ივნისს, ხმათა უმრავლესობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ბრიტანელი პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობას ჩამოაშორეს. გადაწყვეტილება მიიღო ICC-ის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის ბიურომ. საბოლოო სიტყვა ასამბლეის სპეციალურ სესიაზე ითქმება.
გადაწყვეტილება ეფუძნება სექსუალური შევიწროების ბრალდებებს, რომლებსაც ხანი კატეგორიულად უარყოფს. 2024 წელს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს მას. მის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიება დაიწყო; ხანმა ამ პერიოდში ადმინისტრაციული შვებულება აიღო.
კარიმ ხანი ICC-ის პროკურორად 2021 წლის ივნისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება და სასამართლოს წარედგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა დაკავების ორდერები. ხანი ასევე იყო ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერისა (2023 წლის მარტი) და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ორდერისა (2024 წლის ნოემბერი).