მსოფლიო
ტრაპმის ადმინისტრაცია სირიას ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან იღებს
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სირია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან იღებს. ტრამპმა ამის შესახებ კონგრესს აცნობა.
ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესასვლელად კონგრესმა 45-დღიანი განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.
“მე დაგპირდით, რომ მოვხსნიდი ყველა დაბრკოლებას, რომელიც თქვენი ქვეყნის აღდგენას აფერხებს და ძალიან მალე აღდგენას საბოლოოდ შეძლებთ” - წერს ტრამპი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.
“ამერიკულ კომპანიებს უკვე მზად არიან სირიაში ინვესტიციები ჩადონ და თქვენი ქვეყნა ისე გაძლიერდება და აყვავდება, როგორც არასდროს” - დასძინა ტრამპმა წერილში, რომელიც, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, გუშინ ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ ალ-შარაას გადაეცა.