← მთავარი
მსოფლიო

აფეთქება კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში - დაღუპულია 13 ადამიანი

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
აფეთქება კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში - დაღუპულია 13 ადამიანი

კატარში, გაზის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი კატარის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. კატარის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აფეთქება ღამით, რას ლაფანის სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაშავდა. ეკონომიკის მინისტრმა, საად ალ-ქააბიმ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ აფეთქება დივერსიულ აქტს არ გამოუწვევია.

← მთავარი