← მთავარი
მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ 21-ე სანქციების პაკეტს წარადგენს

9 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ 21-ე სანქციების პაკეტს წარადგენს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს წარადგენს. ამის შესახებ ევრო-კავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X პლატფორმაზე განაცხადეს.

კალასმა დაწერა: „აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს.” ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ეკონომიკის შემოსავლების შემცირებასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემების გათიშვას.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ჩვენი სანქციები მუშაობს — ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს.” ახალი პაკეტი შეიცავს ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დროებით გაყინვასა და იმ ინსტიტუტების სანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების მოსაპოვებლად და სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს.

კონკრეტულად, ახალი სანქციები შეეხება ბანკებს, შეიარაღების მწარმოებლებს, ნავთობით მოვაჭრეებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მესამე ქვეყნებში მოქმედ კრიპტოოპერატორებს და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს — სავიზო შეზღუდვების სახით.

← მთავარი