მსოფლიო
NYT: ამერიკა ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს
New York Times-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის სამხედრო ობიექტებზე სამხედრო ოპერაციას გეგმავს. გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სცენარებს შორის ირანის სამხედრო ობიექტებზე ბომბარდირება და ამერიკული სპეცქვედანაყოფების მიწისქვეშა ურანის ობიექტებზე სახმელეთო ოპერაციები შედის.
პერსიის ყურის რეგიონში ამჟამად 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განლაგებულია. ირანმა განაცხადა, რომ „ყველა ვარიანტისთვის” მზადაა.
ჰორმუზის სრუტეში სიტუაციის განმუხტვაზე შუამავლები აქტიურად მუშაობენ — დაძაბულობამ ბოლო კვირებში საგრძნობლად მოიმატა.