მსოფლიო
კანის 79-ე კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო” რუმინელ კინორეჟისორ კრისტიან მუნჯიუს ფილმს გადაეცა
კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო” რუმინელი კინორეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმმა „ფიორდი” მიიღო. მუნჯიუ 2007 წელს „4 თვე, 3 კვირა და 2 დღით” უკვე მფლობელია ამ პრესტიჟული ჯილდოსი.
გრან-პრი ამ წელს ანდრეი ზვიაგინცევს გადაეცა ფილმისთვის „მინოტავრი” — ეს პირველი შემთხვევაა, რომ რუსი რეჟისორი კანში ასეთ მაღალ ჯილდოს იღებს.
ჟიურის პრიზი ვალესკა გრიზებახს ერგო ფილმისთვის „ოცნების თავგადასავალი”. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ორ ავტორს — პაველ პავლიკოვსკის („სამშობლო”) და ხავიერ კალვო-ხავიერ ამბროსის ტანდემს („შავი ბუშტი”) — გაუნაწილდათ.
მთავარ კონკურსში 22 ფილმი იღებდა მონაწილეობას. ჟიურის სამხრეთ კორეელი ოსკაროსანი კინორეჟისორი პარკ ჩან-ვუკი ხელმძღვანელობდა.