← მთავარი
მსოფლიო

უკრაინამ სამარის ოლქში რუსეთის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

21 მაისი, 2026 · წყარო: tabula.ge
უკრაინამ სამარის ოლქში რუსეთის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

21 მაისს ღამის საათებში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. უკრაინული Telegram-არხი Exilnova+ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე „როსნეფტის” ქარხნის ნავთობგადამამუშავებელი დანადგარი იყო. Kyiv Independent-ი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ეს კვირაში მესამე მსხვილი შეტევაა რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე: 18-19 მაისს უკრაინამ იაროსლავლის ოლქში, მოსკოვის მახლობლად, ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. ამავე პერიოდში სამიზნე გახდა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქ. კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც. კიევი ენერგოობიექტებს სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი რუსეთის სამხედრო მანქანას ნავთობითა და შემოსავლებით ამარაგებენ.

← მთავარი